ესპანური წარმოების ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავების და დაფარვების კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში „გრაფენსტოუნი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- კორპორატიული გაყიდვებში ან ბიზნეს მოლაპარაკებებში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია საღებავების მიმართულებით)
- სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook, Google drive/Sheets)
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა - B-კატეგორია
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე - B2 დონეზე
საქმე/მოვალეობა:
- კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, სატელეფონო მოლაპარაკებების, გაყიდვების პროცესების და მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია
- მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება/დამატება და ფორმირება
- ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში და განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა და ეფექტურად ინფორმაციის მიწოდება
- მოლაპარაკების დაგეგმვა და წარმოების უნარი;
- სწავლა და განვითარების სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო, აქტიურ და გამოწვევებით სავსე გარემო;
- პროფესიონალთა გუნდი;
- ფიქსირებული 800-1000 ლარი (NЕТ) ბონუსები გაყიდვიდან (1500 დან-3000 ლარი)
- სატელეფონო ულიმიტო ყოველთვიური გადახდა
- გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება
- სამუშაო გრაფიკი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სასწავლო ტრეინინგები და პროგრამები, საბონუსე სისტემა განხილვადია კანდიდატთან პირადი შეხვედრისას
- ერთგული და წარმატებული თანამშრომელები გაივლიან ტრეინინგს ესპანეთში სათაო ოფისში
გასაუბრების ადგილი: ქ. თბილისი, ჯ. ლეჟავას 22, ზღვის პლაზა (ჰუალინგის პლაზა)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და რეზუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@graphenstone.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ „კორპორატიული გაყიდვები“