კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY გრაფენო
თარიღები: 06 დეკ - 03 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 - 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@graphenstone.ge
ესპანური წარმოების ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავების და დაფარვების კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში „გრაფენსტოუნი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:
  • კორპორატიული გაყიდვებში ან ბიზნეს მოლაპარაკებებში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია საღებავების მიმართულებით)
  • სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook, Google drive/Sheets)
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა - B-კატეგორია
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე - B2 დონეზე

საქმე/მოვალეობა:
  • კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, სატელეფონო მოლაპარაკებების, გაყიდვების პროცესების და მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია
  • მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება/დამატება და ფორმირება
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე
  • გაყიდვების სტრატეგიის  შემუშავებაში და განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა

აუცილებელი უნარები:
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და ეფექტურად ინფორმაციის მიწოდება
  • მოლაპარაკების დაგეგმვა და  წარმოების უნარი;
  • სწავლა და განვითარების სურვილი

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო, აქტიურ და გამოწვევებით სავსე გარემო;
  • პროფესიონალთა გუნდი;
  • ფიქსირებული 800-1000 ლარი (NЕТ) ბონუსები გაყიდვიდან (1500 დან-3000 ლარი)
  • სატელეფონო ულიმიტო ყოველთვიური გადახდა
  • გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება
  • სამუშაო გრაფიკი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სასწავლო ტრეინინგები და პროგრამები, საბონუსე სისტემა განხილვადია კანდიდატთან პირადი შეხვედრისას
  • ერთგული და წარმატებული თანამშრომელები გაივლიან ტრეინინგს ესპანეთში სათაო ოფისში

გასაუბრების ადგილი: ქ. თბილისი, ჯ. ლეჟავას 22, ზღვის პლაზა (ჰუალინგის პლაზა)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და რეზუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@graphenstone.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ „კორპორატიული გაყიდვები“