მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზია კედა
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: საცალო ვაჭრობა
საბავშვო პროდუქციის მაღაზია კედა აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი

ფუნქცია/მოვალეობები:
  • სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
  • საღამოს სალაროს დახურვა;
  • ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • უპირატესობა მიენიჭება FINA  პროგრამის ცოდნას.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით. 10:00-21:00 
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
  • მზარდი ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: keda.kedagroup@gmail.com 
გისურვებთ წარმატებებს!