საბავშვო პროდუქციის მაღაზია კედა აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ვაჟა ფშაველას გამზირი
ფუნქცია/მოვალეობები:
- სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
- საღამოს სალაროს დახურვა;
- ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- უპირატესობა მიენიჭება FINA პროგრამის ცოდნას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
- სამუშაო საათები: სრული განაკვეთით. 10:00-21:00
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით.
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
- მზარდი ანაზღაურება.
გისურვებთ წარმატებებს!