სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის
აღრიცხვის მოწყობილობების ინჟინერის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური (პროფესიული) განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
- რუსული ენის ცოდნა;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სს „თელასის“ ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის კონტროლის და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ენერგოობიექტის ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) საინფორმაციო-მზომი კომპლექსის (სმკ) და საინფორმაციო-გამოთვლითი კომპლექსის (სგკ) დონეზე.
- გაზომვის ახალი წერტილების ასახვა ეაის პროგრამაში, გაზომვის წერტილების შესახებ მონაცემების კორექტირება: აღრიცხვის მოწყობილობების, დენის ტრანსფორმატორების და ძაბვის ტრანსფორმატორების ტრანსფორმირების კოეფიციენტების, მიერთებების დასახელებების საქარხნო ნომრები და ტიპები, სააღრიცხვო და საბალანსო ჯგუფების კუთვნილება და სხვა.
- მრავალფუქნციური მრიცხველების და საკომუნიკაციო მოწყობილობების შემოწმების სამუშაოები როგორც ლაბორატორიის სტენდზე, ასევე დამონტაჟების ადგილას და გაუმართაობის მიზეზების აღმოფხვრა.
- აღრიცხვის მოწყობილობებში არსებული გაუმართაობის და შეფერხების მიზეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა.
- აღრიცხვის მოწყობილობებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების კონფიგურირება მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად.
- ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალურ სისტემასთან დაკავშირებული საანგარიშგებო დოკუმენტაციის ფორმირება.
ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა