სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის
მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტის თანამდებობაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სპეციალური პროფესიული განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება (წერილობითი შეტყობინების მომზადება და აბონენტებისათვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნა).
- ლაბორატორიული ანალიზების, შემოწმების, გაზომვისა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება.
- ექსპერომენტების ჩატარებისას ამზადებს აღჭურვილობას (აპარატურას, დანადგარებს), ახორციელებს მათ შემოწმებასა და რეგულირებას ტექნიკური დოკუმენტაციისა და შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით.
- მონაწილეობს ექსპერიმენტების ჩატარებაში, ახორციელებს აუცილებელ და დამხმარე ოპერაციებს, ახორციელებს დაკვირვებას, იღებს დანადგარების ჩვენებას და აწარმოებს სამუშაო ჟურნალებს.
- მრიცხველის დაკალიბრება(ელ. მრიცხველის სიზუსტის კლასში მოქცევა).
- ქსელში გამოუსადეგარი მრიცხველების ჩამოწერისთვის შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
- აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის დებულების შესაბამისად.
ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.