ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ციტადელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას თავის მაღაზიათა ქსელში -  ელექტრიკოსის  პოზიციაზე ქ. თბილისში 
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. 
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 
კომპანია "ციტადელის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com 
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:  
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
  
ძირითადი მოვალეობები:  
  • ელექტრო კარადის, საზიდრისა და ძირითადი ძრავის, საყრდენ-მამოძრავებელი მექანიზმის ძრავის, საფასადე ელექტრო კალათების, დისტანციური მართვის პულტის მონტაჟის , შეკეთებისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა; 
  • ასევე ელექტრომოწყობილობისა და ელექტროგაყვანილობის მონტაჟი , შეკეთება და გამართულად მუშაობის კონტროლი; 
  • შესასრულებელ სამუშაოსთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; 
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ან/და პროფესიული სასწავლებლის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ელექტრიკოსის თანრიგის დამადასტურებელი საბუთი; 
  • ელექტრული სქემების კითხვა;  
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სამუშაო ვადების განსაზვრისა და მისი ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 
 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება და  ქალაქი. 
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 
გისურვებთ წარმატებას!