ელექტრიკოსი

თერჯოლა სრული განაკვეთი Legi
მივლინება: არა
ენერგეტიკა: ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე, რომლის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით.
შპს „ ლეგი“ აცხადებს შერჩევას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თერჯოლა სოფ: ნახშირღელე

ძირითადი მოვალეობები: 
  • საწარმოს ელექტრო ენერგიით მომარაგების და რეგულირების უზრუნველყოფა 
  • ელექტრო გამანაწილებელი კარადების შემოწმება/მომსახურება; 
  • საწარმოო დანადგარების ელექტრო კვანძების შემოწმება/მომსახურება; 
  • საწარმოში და მის ტერიტორიაზე არსებული განათების,  ელ. ძრავების მეთვალყურეობა, გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • ელექტრო სისტემების დაყენება და შეკეთება; 
  • ელექტრო მოწყობილობების ეფექტური ფუნქციონირების და დროული შეკეთების უზრუნველყოფა; 
  • საექსპლუატაციო, სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა; 
  • დაზიანებების და ავარიების ანალიზი და აღმოფხვრა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი, ან პროფესიული განათლება, ელექტროობის მიმართულებით; 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა; 
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა; 
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების 
  • სერთიფიკატი. 
 
ჩვენ გთავაზობთ:
შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
ტელეფონი: +995 577 58 18 80
გისურვებთ წარმატებებს!