დღის უმცროსი ექიმი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
დღის უმცროსი ექიმი (მულტიპროფილურ დეპარტამენტში)

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, გ.ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV  ელ. ფოსტაზე:  Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი.  გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უმცროსი ექიმი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

ცენტრის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nlife.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.