"ჯერარსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის (დამხმარე) პოზიციაზე, შემდეგ განყოფილებაში:
ქირურგიული განყოფილება;
საოპერაციო განყოფილება;
უროლოგიის განყოფილება;
რეანიმაციის განყოფილება;
ნევროლოგია/ნეიროქირურგიის განყოფილება;
ტრავმატოლოგიის განყოფილება;
კარდიოლოგიის (თერაპია) განყოფილება.
გადაუდებელი დახმარების განყოფილება (ER)
ადგილმდებარეობა: თბილისი. კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამომუშავებით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/ სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მე-3სემესტრიდან.
ზოგადი უნარები:
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე (დამხმარე)" ან დარეკეთ ნომერზე - 0322 111 112 .
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, ორი წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.