ლოჯისტიკის დაგეგმარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • დისტრიბუციისთვის ტრანსპორტირებისა და მარშრუტიზაციის ოპტიმალური გეგმის შედგენა;
  • ტრანსპორტირების გზების და მარშრუტების მუდმივი ოპტიმიზაცია;
  • მარშრუტის დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების გამოყენება მიწოდების ლოჯისტიკის ეფექტურად სამართავად;
  • ტრანსპორტირების/მარშრუტიზაციის გამოწვევების სწრაფი გადაჭრა, მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებლობისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ტრანსპორტირების მართვის სისტემების (TMS) ცოდნა/გამოყენება;
  • ინგლისური და რუსული ენის გამართული ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის მენეჯმენტი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com. გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - ლოჯისტიკის დაგეგმარების მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი
პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე