შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
ვის ვეძებთ:
- თუ ხარ ენერგიული და მოტივირებული;
- გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- არ გეშინია გამოწვევბის და სირთულეების;
- გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება;
- შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდთნ ერთად;
„ცენტრალი“ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს;
- ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი, ჯამური ანაზღაურება 2500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოზიდვა.
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
- სესხის გაცემის და დამუშავების პროცედურების შესწავლა;
- შედეგებზე ორიენტაცია
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
- საოფისე პროგრამების ცონდა
სხვა მოთხოვნები:
- პუნქტუალური;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- კონფლიქტების არიდების უნარი;
- პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@central.ge არაუგვიანეს 03/01/2025
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!