საკრედიტო ექსპერტი

მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: საკრედიტო მენეჯერი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ წარმატებულად საქმიანობას ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან. პროფესიონალთა გუნდის მეშვეობით ორგანიზაცია სთავაზობს თავის მომხმარებელს მაღალი დონის კვალიფიციურ და ოპერატიულ მომსახურებას. თუ შენ ხარ მოტივირებული ახალგაზრდა, გაქვს სულ მცირედი გამოცდილება საკრედიტო სფეროში და ეძებ სამსახურს, მაშინ გიწვევთ ჩვენ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო საათები - 9:00 – 18:00
დასვენების დღეები - შაბათი, კვირა.
ანაზღაურება - 1000 ლარი.
ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი, საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი;
  • საბანკო პროგრამა BANK 2000 ცოდნა - სასურველია;
  • უცხო ენები - რუსული, ინგლისური
  • Word, Ecxel - კარგად ცოდნა

ძირითადი მოვალებები:
  • კონსულტაცია დაკრედიტების საკითხებში, კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება;
  • კლიენტის საქმიანობის ანალიზი და/ან კლიენტის ქონების შეფასება ;
  • კრედიტის დასამტკიცებლად საჭირო საბუთების შეგროვება და პროექტის მომზადება/წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა.

პირადი თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • პუნქტუალობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ e-mail: n.taralashvili@georgiancapital.ge. ფოტოსურათის გარეშე რეზუმე არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სააქციო საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204568574) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@georgiancapital.ge
ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაციისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შემდეგ ბმულზე:https://georgiancapital.ge/ge/%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/