ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

მცხეთა, ნატახტარი სრული განაკვეთი ფუდ ალიანსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
ქართულ-ფრანგული პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი, სერტიფიცირებული საწარმო 'ფუდ ალიანსი' აცხადებს ვაკანსიას „ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი“ -ს პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: სოფ. ნატახტარი

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში დანერგილი ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების შესრულება;
  • რეკრუტინგის, როტაციის, პერსონალის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და პროცესების მართვა;
  • კომპანიის პოლიტიკისა და შრომის კანონმდებლობის ერთმანეთთან შესაბამისობის კონტროლი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის, კომპენსაციებისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
  • HR ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ პროექტებში ჩართულობა.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების (ადამიანური რესურსების) მიმართულებით;
  • სასურველია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამებისა და ინგლისური ენის ცოდნა
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • საწვავის ლიმიტს ან ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას (საჭიროებიდან გამომდინარე)
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიულ ნომერს

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე:   HR@FALLIANCE.GE, ტელ: +995 599 077 882. 
სათაურის ველში მიუთითეთ „ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი“.