„არესემ საქართველო სოლუშენსი“ მსოფლიოს უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One -ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც ერთიან სისტემაში აქცევს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის მართვა;
- HR დოკუმენტაციის მართვა;
- ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირება;
- ტრენინგების/შეფასების პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა;
- ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
- გუნდური აქტივობებისა დაგეგმვა/განხორციელება;
- სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@rsm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.