ინჟინერ-ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი
ინჟინერია: ელექტროინჟინერია
სააქციო  საზოგადოება „თელასი“ აცხადებს შიდა  და გარე  ვაკანსიას სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის საოფისე ფართებისა და შენობების ინჟინერ-ელექტრიკოსის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ენერგეტიკული განათლების დიპლომი;
  • უსაფრთხოების V ჯგუფის საკვალიფიკაციო მოწმობა;
  • ანალოგიური სპეციალობით   მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (avtocad ან arxicad, ასევე exсel და word)
  • ანაზღაურება 2500 ლარი და მეტი. (ანაზღაურება დამოკიდებულია გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე).
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

ელექტრიკოსმა უნდა იცოდეს:
  • ელექტრომოწყობილობების საექსპლუატაციო მახასიათებლები, მუშაობის რეჟიმები, მოწყობილობა, ელექტრომოწყობილობასთან მოპყრობის წესები;
  • ელექტროდანადგარების და ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციის და რემონტის შესახებ მეთოდური, ნორმატიული მასალები, სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები;
  • სარემონტო სამუშაოების ტექნოლოგია, ორგანიზება;
  • ელექტრომოწყობილობების გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტის მომზადებასთან, ჩატარებასთან  დაკავშირებული ღონისძიებები;
  • ელექტრომოწყობილობების რემონტში გაყვანის და რემონტის შემდეგ მიღების ნორმები;
  • ელექტრომოწყობილობების მონტაჟის, გაწყობის, გამართვის ხერხები;
  • სარემონტო სამუშაოების მოწინავე გამოცდილება;
  • შრომის დაცვის, სახანძრო დაცვის ნორმები;
  • შრომის კანონმდებლობის საფუძვლები.
  • ელ.სქემები.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • ზომების გატარება ორგანიზაციის ელექტრული კომუნიკაციების, ელექტრომოწყობილობების, ელექტროძრავების  ეფექტურ გამოყენებასთან, რეგულარულ მომსახურებასთან, რემონტთან, დაკავშირებით.
  • ელექტრომოწყობილობების დათვალიერების, მომსახურების, რემონტის ჩატარების გრაფიკების მომზადება, უშუალო უფროსთან დასამტკიცებლად  წარდგენა. ელექტრომოწყობილობების რემონტის ორგანიზება.
  • ელექტრობის ეკონომიურად ხარჯვის ხელშეწყობა.
  • ელექტრომოწყობილობების მიღების, აწყობის, გამოცდის ჩატარება და ექსპლუატაციაში გადაცემა.
  • ორგანიზაციის ქვედანაყოფების ელექტრომომარაგების გეგმების მომზადება.
  • ახალი ელექტრომოწყობილობების, ინსტრუმენტების, სათადარიგო ნაწილების, გამზომი ტექნიკის საშუალებების, დამცავი საშუალებების მონტაჟზე განაცხადების  შემუშავების ხელმძღვანელობა.
  • ორგანიზაციის ქვედანაყოფების მიერ ელექტრომოწყობილობების, ელექტროდანადგარების, ელექტროქსელების ექსპლუატაციის შედეგების განხილვა.
  • მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის და ავარიების წარმოქმნის მიზეზების განსაზღვრა. მათი პრევენციის და ლიკვიდაციის ზომების შემუშავება.
  • ელექტრომოწყობილობების შენახვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური ექსპლუატაციის  მიღებული ნორმების დაცვით.
  • მოწყობილობების ჩამოწერის აქტების მომზადება. ხელმძღვანელობასთან დადგენილი წესით დასამტკიცებლად  გაგზავნა.
  • ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის, რემონტის, ელექტროენერგიის ეფექტური გამოყენების და ეკონომიის პროგრესული გამოცდილების შეგროვება, განზოგადება.
  • დადგენილი დოკუმენტაციის წარმოება. ანგარიშგების დადგენილი წესით მომზადება და წარდგენა.ელექტროდანადგარების მაღალი ცვეთის მიზეზების განსაზღვრა.
  • იმ თანამშრომლების ინსტრუქტაჟი, რომლებიც ახორციელებენ ელექტროდანადგარის ექსპლუატაციას. მათ მიერ შრომის დაცვის, სახანძრო დაცვის წესების დაცვის ხელშეწყობა.
  • ელ.გამტარობის  სქემების განახლება ან თავიდან მომზადება, რისკის  შემცველი ან დაზიანებული მიმართულებების აღდგენასთან დაკავშირებით რეკომენდაციების და  წინადადებების მომზადება, სამეურნეო სამსახურის  ელექტრიკოსების ხელმძღვანელობის და ზედამხედველობის განხორციელება მუშაობის პროცესში. შესრულებულ სამუშაოზე, მის მიერ მომზადებული წინადადებების რეალიზაციაზე  პასუხისმგებლობა. 

ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge  2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.