ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო ფორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
„აგრო ფორსი“ არის სასოფლო-სამეუნეო  კომპანია, რომელიც ყიდის პესტიციდებს და სასუქებს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი და ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს

გაქვთ შესანიშნავი კომუნიკაციის და მომხმარებელთა მომსახურების უნარები? გსურთ იმუშაოთ კომპანიაში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ფერმერებს ეხმარება გააუმჯობესონ მოსავალი და დაიცვან გარემო? თუ ასეა, მაშინ შეიძლება იდეალურად მოერგოთ 
ჩვენს გუნდს!

ამჟამად „აგრო ფორსი“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე

კომპანია: ,,აგრო ფორსი’’ (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია)
მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 08:30 – 17:30
ანაზღაურება: 1000 ლარი პირველი თვე (ხელფასის ზრდა კვალიფიკაციის და შესრულებული საქმის მიხედვით)


როგორც ოპერატორის, თქვენ მოვალეობები იქნება: 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პროდუქციის ცოდნა;
  • ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად.
  • შეკვეთების დამუშავება, გაწერა;
  • ზედნადებების შემოწმება,ჩასწორება და rs-ზე ატვირთვა.
  • დღიური საბუთების წარმოება.
  • თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი სქილები რომელიც უნდა გქონდეთ: 
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
  • სადიტსრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია) 

უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არის სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართული - ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან აგრონომიულ ცოდნას, რამეთუ ჩვენი გუნდის წევრები მუდამ მოგაწვდიან ინფორმაციას რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებელთან კომუნიკაციაში
         
თუ დაინტერესებული ხართ ამ შემოთავაზებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. ელ-ფოსტა: agro@borun.ge