HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, მიწოდების მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში, ერთ-ერთი წამყვანი მეტალურგიული ქარხნისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოს იმპორტირებული საქონლითა და მასალებით უზრუნველყოფა;
- საწყობში ნაშთების ანალიზი და მასალების ხარჯვის ნორმების განსაზღვრა;
- მიწოდებების დაგეგმვა და გრაფიკების შედგენა;
- საწარმო საამქროებთან თანამშრომლობა ცეცხლგამძლე მასალების, ფეროშენადნობების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების ტექნიკური და ხარისხის მახასიათებლების კოორდინაციის საკითხებში
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის მიმართულებით;
- აუცილებელია 1-2 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში, შესყიდვების სპეციალისტის ან შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- MS Office;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
- 5 სამუშაო დღე (09:00-18:00)
- სამედიცინო დაზღვევა;
- კვება, ტრანსპორტირება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე: recruitment14@hh.ge