წარმოების ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის და მიღების საწყობების მიხედვით;
  • შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს სავაჭრო დარბაზიდან უკან დაბრუნებების და საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა.
  • შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კერძოდ ზედნადებების ატვირთვა, კორექტირება, ზუსტი ინფორმაციის შეტანა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!