შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილების დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტი
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" (შემდგომში-საზოგადოება) აცხადებს კონკურსს შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილების დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შესავსებად
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: (1) ერთი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.12.2024
დასაქმების სავარაუდო თარიღი: 20.12.2024
თანამდებობის საერთო მიზანი:
- საქონლის, სამუშაოების, მომსახურების შესყიდვაზე შეთანხმებული განაცხადების განთავსება საზოგადოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში დამტკიცებული წლიური შესყიდვების გეგმის შესაბამისად;
- სამუშაოებისა და მომსახურების მიღება-ჩაბარების პროექტების მომზადება;
- გადახდის განაცხადების მომზადება ხელშეკრულებების/კონტრაქტების პირობების შესაბამისად
თავისი თანამდებობის მიზნების მისაღწევად, დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტი ასრულებს შემდეგ სამუშაო მოვალეობებს:
- ურთიერთქმედებს საზოგადოების სტრუქტურულ განყოფილებებთან საქონლისა და მასალების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისა და მატერიალური რესურსების მიწოდების ეტაპზე შესყიდვის პროცედურების ჩატარების ნაწილში;
- ახორციელებს მომწოდებლების შეფასებას;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს კომერციულ მიმოწერას/მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან;
- ახორციელებს საწყობში მაღალი მოხმარების საქონლის არსებობის მონიტორინგს, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი დეფიციტი;
- ამზადებს სამუშაოებისა და მომსახურების მიღა-ჩაბარების აქტების პროექტებს;
- ამზადებს გადახდის განაცხადებს ხელშეკრულებების/კონტრაქტების პირობების შესაბამისად;
- ამზადებს ხელშეკრულებების/კონტრაქტების პროექტს, აწარმოებს წინასწარ შეთანხმებას ელექტრონული ფოსტით და საზოგადოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით დაინტერესებულ პირებთან;
- საზოგადოების კორპორატიულ საიტზე განათავსებს განცხადებებს შესყიდვების შესახებ კომერციული წინადადებების მოთხოვნის მიზნით;
- მიმწოდებლის (მენარდის, შემსრულებლის) მიერ კონტრაქტის / ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს მის შეყვანას არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების რეესტრში.
მოთხოვნები განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიმართ:
- უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ინჟინერია, მენეჯმენტი ან სამართალი;
- საერთო სამუშაო სტაჟი: მინიმუმ 2 წელი;
- პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი;
- ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური სასურველია
აუცილებელი ცოდნა:
- საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები, მეთოდური მასალები და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები;
- შესყიდვების განხორციელების ზოგადი წესები და მეთოდები;
- ხელშეკრულების პროექტის შედგენის წესები.
- საქონლის მიღებისა და გაგზავნის წესები, კონტეინერებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეკვეთის, საქონლის მიღებისა და გაგზავნის დოკუმენტების გაფორმების, რეკლამაციების შედგენის წესები ტექნიკური მოთხოვნებსა და მიწოდების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში.
- დადებული ხელშეკრულებების პირობების დაგვიანებით ან უხარისხოდ შესრულებისთვის მომწოდებლების მიმართ პრეტენზიების მომზადების წესები.
- საქმიწარმოების წესები.
დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:
მოლაპარაკებებისა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი;
- Microsoft Office-ის სტანდარტულ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- საქმისწარმოების უნარი;
- ანალიტიკური მუშაობის უნარი;
- ინფორმაციასთან მუშაობის თანამედროვე საშუალებების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
შრომის პირობები:
- შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამედიცინო დაზღვევას სრულად ფარავს საზოგადოება, საოჯახო დაზღვევის პაკეტის საფასურს იხდის თავად დასაქმებული შეღავათიანი პირობებით;
- სამუშაო გრაფიკი: 5 – დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 09:00-დან 18: 00 საათამდე, დასვენების დღეები - შაბათი და კვირა.
- სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. N 4 გ
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით.
დასაქმებულის უფლებები:
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.
საზოგადოება ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში.
დასაქმებულის ყველა უფლება განემარტება მას გასაუბრების პროცესში.
დოკუმენტების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარებით აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე CV@BatumiOilterminal.com ან kepuladzei@batumioilterminal.com და ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
ჩვენ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს იმის გამო, რომ ვერ ხდება მათი ინდივიდუალურად ინფორმირება.