შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილების დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ბათუმის ნავთობტერმინალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილების დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტი

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" (შემდგომში-საზოგადოება) აცხადებს კონკურსს შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილების დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის შესავსებად 

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: (1) ერთი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17.12.2024 

დასაქმების სავარაუდო თარიღი: 20.12.2024 

თანამდებობის საერთო მიზანი: 
  • საქონლის, სამუშაოების, მომსახურების შესყიდვაზე შეთანხმებული განაცხადების განთავსება საზოგადოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში დამტკიცებული წლიური შესყიდვების გეგმის შესაბამისად;
  • სამუშაოებისა და მომსახურების მიღება-ჩაბარების პროექტების მომზადება;
  • გადახდის განაცხადების მომზადება ხელშეკრულებების/კონტრაქტების პირობების შესაბამისად

თავისი თანამდებობის მიზნების მისაღწევად, დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტი ასრულებს შემდეგ სამუშაო მოვალეობებს:
  • ურთიერთქმედებს საზოგადოების სტრუქტურულ განყოფილებებთან საქონლისა და მასალების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისა და მატერიალური რესურსების მიწოდების ეტაპზე შესყიდვის პროცედურების ჩატარების ნაწილში;
  • ახორციელებს მომწოდებლების შეფასებას; 
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს კომერციულ მიმოწერას/მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან;
  • ახორციელებს საწყობში მაღალი მოხმარების საქონლის არსებობის მონიტორინგს, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი დეფიციტი;
  • ამზადებს სამუშაოებისა და მომსახურების მიღა-ჩაბარების აქტების პროექტებს;
  • ამზადებს გადახდის განაცხადებს ხელშეკრულებების/კონტრაქტების პირობების შესაბამისად;
  • ამზადებს ხელშეკრულებების/კონტრაქტების პროექტს, აწარმოებს წინასწარ შეთანხმებას ელექტრონული ფოსტით და საზოგადოების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით დაინტერესებულ პირებთან; 
  • საზოგადოების კორპორატიულ საიტზე განათავსებს განცხადებებს შესყიდვების შესახებ კომერციული წინადადებების მოთხოვნის მიზნით; 
  • მიმწოდებლის (მენარდის, შემსრულებლის) მიერ კონტრაქტის / ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს მის შეყვანას არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების რეესტრში.

მოთხოვნები განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიმართ: 
  • უმაღლესი განათლება ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ინჟინერია, მენეჯმენტი ან სამართალი;
  • საერთო სამუშაო სტაჟი: მინიმუმ 2 წელი; 
  • პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი;
  • ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური სასურველია

აუცილებელი ცოდნა:
  • საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები, მეთოდური მასალები და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები;
  • შესყიდვების განხორციელების ზოგადი წესები და მეთოდები;
  • ხელშეკრულების პროექტის შედგენის წესები.
  • საქონლის მიღებისა და გაგზავნის წესები, კონტეინერებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეკვეთის, საქონლის მიღებისა და გაგზავნის დოკუმენტების გაფორმების, რეკლამაციების შედგენის წესები ტექნიკური მოთხოვნებსა და მიწოდების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში.
  • დადებული ხელშეკრულებების პირობების დაგვიანებით ან უხარისხოდ შესრულებისთვის მომწოდებლების მიმართ პრეტენზიების მომზადების წესები.
  • საქმიწარმოების წესები.

დოკუმენტაციის გაფორმების სპეციალისტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:
მოლაპარაკებებისა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი; 
  • Microsoft Office-ის სტანდარტულ კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • საქმისწარმოების უნარი;
  • ანალიტიკური მუშაობის უნარი;
  • ინფორმაციასთან მუშაობის თანამედროვე საშუალებების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.

შრომის პირობები:
  • შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით
  • სამედიცინო დაზღვევას სრულად ფარავს საზოგადოება, საოჯახო დაზღვევის პაკეტის საფასურს იხდის თავად დასაქმებული შეღავათიანი პირობებით;
  • სამუშაო გრაფიკი: 5 – დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 09:00-დან 18: 00 საათამდე, დასვენების დღეები - შაბათი და კვირა.
  • სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. N 4 გ 
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით.

დასაქმებულის უფლებები:
შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.
საზოგადოება ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში.
დასაქმებულის ყველა უფლება განემარტება მას გასაუბრების პროცესში.

დოკუმენტების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარებით აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე CV@BatumiOilterminal.com ან kepuladzei@batumioilterminal.com  და ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

ჩვენ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. 
კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს იმის გამო, რომ ვერ ხდება მათი ინდივიდუალურად ინფორმირება.

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა