დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს წარმოების ინდუსტრიაში.
სამუშაო აღწერილობა:
- დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირება;
- შეხვედრების დღის წესრიგის, შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
- დირექტორის კორესპონდენციის მართვა/აღრიცხვის წარმოება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
- დირექტორის დავალების/განკარგულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის გაცნობა და შესრულების კონტროლი;
- კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპების მონიტორინგი და დირექტორის ინფორმირება;
- დირექტორის მივლინებების ორგანიზება (ფრენის ბილეთები, განთავსება);
- კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
- სამუშაო შეხვედრებზე დასწრება და დელეგირებული დავალებების შესრულების კონტროლი;
- გაცემული დავალებების ვადებში შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
- გენერალური დირექტორისთვის თათბირების, საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების ორგანიზება;
- დირექტორის კალენდრის მართვა;
- საქმიანი დოკუმენტების გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, შედგენა, გაფორმება, მიღება, დასამტკიცებლად/ხელმოსაწერად წარდგენა, განსაზღვრულ ვადებში რეაგირება, გაგზავნა;
- საქმიანი კომუნიკაცია (ფოსტით, ელ. ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან და თანამშრომლებთან;
- უცხოელი პარტნიორების მიღება-დახვედრა და მათი ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება;
- გენერალურ დირექტორსა და გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის მართვა;
- ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეპორტების მომზადება გენერალურ დირექტორთან წარსადგენად;
- კომპანიის ზრდასთან, ან ახალ პროექტებთან დაკავშირებული გეგმების შესაბამისად აქტუალური საქმეების პროგრესის; დედლაინებისა და შესრულების უზრუნველყოფა;
- დავალებების მართვის სისტემებთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
- პირადი ასისტენტის/დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება, წარმოების ინდუსტრიაში;
- ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV მისამართზე, recruitment21@hh.ge.
გისურვებთ წარმატებებს!