ცხადდება ვაკანსია რადიო პოზიტივში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
მოვალეობები
- მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
- კომპანიებისთვის სარეკლამო პროდუქტის შეთავაზება;
- არსებულ და ახალ დამკვეთებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- კომპანიის სარეკლამო პროდუქტებზე ზრუნვა და განვითარება;
მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა!
- კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მედიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პირობები
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 დან 18:00 მდე;
- ანაზღაურება: მზარდი, ფიქსირებული + ბონუსი (პროცენტი გაყიდვებიდან);
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე (ინგლისურ ენაზე CV არ განიხილება) ფოტოსურათთან ელ. მისამართზე: hr@positive.ge და (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.