საინჟინრო დეპარტამენტის ტექნიკური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სეუ დეველოპმენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია - სეუ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო დეპარტამენტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ინჟინერიის დეპარტამენტში საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაში ჩართულობა; 
  • პროექტში გამოყენებული მასალების სპეციფიკაციებისა და მოცულობების დაგეგმვა/კონტროლში მონაწილეობის მიღება; 
  • პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება; 
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგისა და კონტროლის პროცესში ჩართულობა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინჟინერიის მიმართულებით;  
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა; 
  • საოფისე და სასურველია საინჟინრო პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, AutoCad, ArchiCAD, Revit); 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; 
 
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
სამუშაო ადგილი: თბილისი 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@seudevelopment.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება