სამშენებლო-დეველოპერული კომპანია - სეუ დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო დეპარტამენტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: - ინჟინერიის დეპარტამენტში საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაში ჩართულობა;
- პროექტში გამოყენებული მასალების სპეციფიკაციებისა და მოცულობების დაგეგმვა/კონტროლში მონაწილეობის მიღება;
- პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება;
- სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მონიტორინგისა და კონტროლის პროცესში ჩართულობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინჟინერიის მიმართულებით;
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
- საოფისე და სასურველია საინჟინრო პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office, AutoCad, ArchiCAD, Revit);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: - განვითარებაზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- ოპერატიული;
- მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: info@seudevelopment.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება