საგანმანათლებლო ცენტრი „ოქსფორდის აკადემია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის მასწავლებლის პოზიციაზე.
საგანმანათლებლო ცენტრს ესაჭიროება მოქმედი, გამოცდილი ბუღალტერი, რომელიც ბუღალტერიის პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად შეძლებს შეასწავლოს მსმენელებს თეორიული ნაწილი - საქართველოს საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები.
სწავლების სილაბუსი მოიცავს ექვსკვირიან პროგრამას, რომელიც შემუშავებულია ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციის მიერ:
- თეორიული ნაწილი - საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS ან SuperFin
- პრაქტიკული სამუშაო - RS.ge
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ბუღალტრული აღრიცხვის (ბასს) საფუძვლიანი ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
- ORIS/SuperFin კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (არანაკლებ 2 წელი);
- სწავლების უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 8 დეკემბერი, 2024 წელი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: lika.oxford@yahoo.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - “ტრენერი საბუღალტრო აღრიცხვის საკითხებში”