სს "პოლიგრაფისტის" საქმიანობის სფეროებია: პოლიგრაფია (1910 წლიდან), სარემონტო მასალებით ვაჭრობა (1994 წლიდან), საღებავების წარმოება (2001 წლიდან), საინვესტიციო საქმიანობა (2004 წლიდან), მშენებლობა (2005 წლიდან), ავეჯის წარმოება (2008 წლიდან), ლითონნაკეთობების წარმოება (2008 წლიდან). სს "პოლიგრაფისტი" 2005 წლიდან აქტიურად ნერგავს ხარისხის მართვის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და მართვის თანამედროვე სისტემებს.
სს პოლიგრაფისტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 91
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი:10:00-12:30)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოფს საწარმოს სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას.
- უზრუნველყოფს საწარმოს სტრუქტურული ერთეულებისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტების გამოვლენას, სისტემატიზაციას, აღრიცხვას და მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებამდე დაყვანას.
- უზრუნველყოფს საწარმოს უფლებების და ინტერესების დაცვას ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლოებსა და კერძო არბიტრაჟში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პასუხიმგებლიანი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ენაზე) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე hr.merkury@gmail.com წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „იურისტი “.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, კანდიდატების შერჩევა მოხდება პარალელურ რეჟიმში, ნუ დაელოდებით დედლაინს.