კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.არქიში ვეძებთ და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
„არქიში“ ვეძებთ საინჟინრო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების მართვის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- პროექტირების კონცეპციისა და მიდგომების შემუშავება; მონაცემთა შეგროვება და გადამოწმება;
- საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით (BS, EN, NFPA , ASHRAE და მსგავსი) წყალსადენ-კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტების მომზადება;
- ხანძარუსაფრთხოების სისტემის დიზაინი, მათ შორის დაწნევითი მილები, სპრინკლერი და გაზის ჩამახშობელი სისტემა;
- წყალსადენ-კანალიზაციის და ხანძარუსაფრთხოების სისტემებისთვის სპეციფიკაციების შედგენა;
- პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
- პროექტზე დაყრდნობით წყალსადენ-კანალიზაციისა და სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება;
- ნახაზების მომზადების უზრუნველყოფა სრული სიზუსტისა და დედლაინების დაცვით;
- ნახაზებისთვის დეტალური ინფორმაციის მისაღებად გუნდის წევრებთან, უშუალო ხელმძღვანელთან, არქიტექტორებთან და შემსრულებელთან კომუნიკაცია;
- სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
- AutoCAD-ის და Revit MEP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება;
- MS Office-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.