საინჟინრო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების მართვის მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 26 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სტრუქტურული ინჟინერია სამშენებლო პროექტების მართვა
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.არქიში ვეძებთ და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

არქიში“ ვეძებთ საინჟინრო სისტემების საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების მართვის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
  • პროექტირების კონცეპციისა და მიდგომების შემუშავება; მონაცემთა შეგროვება და გადამოწმება;
  • საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით (BS, EN, NFPA , ASHRAE და მსგავსი)  წყალსადენ-კანალიზაციის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პროექტების მომზადება;
  • ხანძარუსაფრთხოების სისტემის დიზაინი, მათ შორის დაწნევითი მილები, სპრინკლერი და გაზის ჩამახშობელი სისტემა; 
  • წყალსადენ-კანალიზაციის და ხანძარუსაფრთხოების სისტემებისთვის სპეციფიკაციების შედგენა; 
  • პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება; 
  • პროექტზე დაყრდნობით წყალსადენ-კანალიზაციისა და სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება; 
  • ნახაზების მომზადების უზრუნველყოფა სრული სიზუსტისა და დედლაინების დაცვით; 
  • ნახაზებისთვის დეტალური ინფორმაციის მისაღებად გუნდის წევრებთან, უშუალო ხელმძღვანელთან, არქიტექტორებთან და შემსრულებელთან კომუნიკაცია;  
  • სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები: 
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
  • AutoCAD-ის და Revit MEP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024  წლის 10 დეკემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.