საბაზო საფეხურის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ათასწლეულის სკოლა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას. 
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi  
“ათასწლეულის სკოლა” აცხადებს კონკურსს  საბაზო საფეხურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  
                                    
 
საბაზო საფეხურის ხელმძღვანელის ფუნქციებია: 
  • მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების მონიტორინგი; 
  • კლასის დამრიგებლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის პროცესის კოორდინირება; 
  • შესაბამისი ერთეულის კოორდინატორებთან თანამშრომლობა; 
  • სკოლის ფსიქოლოგთა გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა; 
  • დამრიგებლების გუნდში  გუნდური სწავლების პრინციპების  ჩამოყალიბებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;  
  • მშობლებთან კომუნიკაციის წარმოება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხი განათლების ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.  
 
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას  გულისხმობს. 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში. 
 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 25 დეკემბრის  ჩათვლით.