კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: დოქტორი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი აცხადებს  კონკურსს  აკადემიურ  თანამდებობათა  დასაკავებლად
  
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
ასოცირებული პროფესორის (საჯარო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.

ვიწრო სფერო -  სოციალური და ქცევითი მეცნიერებები  
სწავლის სფერო - პოლიტიკის მეცნიერება 
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია.  

ვიწრო სფერო -  სოციალური და ქცევითი მეცნიერებები  
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია.  

ვიწრო სფერო -  ჯანდაცვა
სწავლის სფერო - მედიცინა
კლინიკური  მედიცინა
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (კლინიკური მედიცინა პედიატრია) -  1 ვაკანსია;   

კონკურსი ცხადდება 2024  წლის 07 ოქტომბერს.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2024 წლის  11 ნოემბრიდან 2024 წლის  
13 ნოემბრის  ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ  კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი

დოკუმენტები:
  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა  და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად   დამოწმებული ასლი;
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • ინფორმაცია ბოლო 5  წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და  თრენინგებში მონაწილეობა);
  • სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
  • ასოცირებული პროფესორის  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  საჭიროა:
  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი; 
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის სპეციალობაში /დარგში  გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
  • ბოლო 5  წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო  სტიპენდიები და გრანტები);
  • იმ  სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში; 
  • საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ   სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
  • თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება;
  • კლინიკური მედიცინის დისციპლინებში  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ქონდეს:
  • კლინიკაში ბოლო 5  წლის მუშაობის გამოცდილება;  
  • შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად); 
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).

კონკურსის პირობები: 
  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
  • ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის  გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701 და ასევე ელექტრონულად მისამართზე  hr@ciu.edu.ge
უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.hr@ciu.edu.ge
ტელ.:  2 61-12-98;  2 30-86-41;  2 10-52-03