სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორია
უფროსი-მეცნიერ თანამშრომელი -1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი
მეცნიერ–თანამშრომელი– 1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;
უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
- ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო საგრანტო პროექტებში) ) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
- შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის რეკომენდაცია წერილობით.
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. დოკუმენტაციის განხილვა და გასაუბრება
- არასრული და არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება;
- საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge
2024 წლის 13 დეკემბრის 10 საათიდან 16 დეკემბრის 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი გაიმართება 2024 წლის 17 და 18 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995 599959913