კონდიტერი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კონდიტერი
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე თბილისში.  
კომპანია „აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.  აგროჰაბი თავის გუნდს სთავაზობს სასიამოვნო და პოზიტიურ სამუშაო გარემოს.  
  
ძირითადი მოვალეობები:  
  • კრემების მომზადება  
  • სხვადასხვა სახის ცომის მომზადება;  
  • სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის სტანდარტის მიხედვით; 
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა-დანადგარების გასუფთავება;  
  • საკონდიტრო პროდუქტების ვიზუალური გაფორმება.  
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • კონდიტერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;  
  
პიროვნული მახასიათებლები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge .  
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  
  
გისურვებთ წარმატებას!