კონდიტერი

ბათუმი სრული განაკვეთი კაფე ცენტრალი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კონდიტერი
კაფე „ცენტრალი“ მდებარეობს ბათუმის შუაგულში, პრესტიჟულ ადგილას და სთავაზობს სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, სასიამოვნო გარემოს, ექსკლუზიურ კერძებსა და საუცხოო დესერტებს.

კაფე ცენტრალი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: კონდიტერი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები/მოვალეობები:
  • კაფის კონცეფციის შესაბამისად, შეფ-კონდიტერის რეცეპტურით სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის მომზადება;
  • საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
  • არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
  • საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;
  • მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, რეცეპტების, კალკულაციების და დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
  • საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP სტანდარტების მიხედვით.

სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 09:00 – 18:00,   1 საათი შესვენება, კვირაში 40 საათი. 
კვირაში 2 დღე დასვენება;
სახელფასო ანაზღაურება : 1500 ლარიდან 2000 ლარამდე, კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. #56

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: hr@centralmg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!