სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცრის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- საკრედიტო პორთველის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- მოქალაქეთა მომსახურება თავაზიანად და კეთილგანწყობილად;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სისხარტე მუშაობაში;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და “მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცერი - ქუთაისი“