საკრედიტო ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
ენები: რუსული
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის თანამდებობაზე. ცენტრალური ბექ-ოფისის დეპარტამენტის, საკრედიტო ადმინისტრირების განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტებზე სესხის/ოვერდრაფტის გაცემასთან დაკავშირებული ოპერაციებისა და პროცესების შესრულება;
  • სესხებისა და ოვერდრაფტების ადმინისტრირება (ათვისება, დაფარვა, ცვლილება);
  • უზრუნველყოფების ადმინისტრირება; 
  • კრედიტინფოში გადამოწმების ლოგების დამადასტურებელი დოკუმენტების შერჩევითი კონტროლი;
  • კლიენტის სასესხო ინფორმაციის გაცემა უფლებამოსილ პირებთან. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით);  
  • ქართულ და ინგლისური ენებზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; 
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა ;

სასურველი:
  • სასურველი:  რუსული ენის ცოდნა;
  • ბანკის საოპერაციო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; 
  • ALTA-ს, LMS  მოდულში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:
  • ორგანიზებულობა და სამუშაოს დათქმულ დროში შესრულება;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დროის ეფექტური მართვა, მოწესრიგებულობა,  გუნდური მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge  განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2024 წლის 14 დეკემბერი. 
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.