ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსური აუდიტის მიმართულებით

თბილისი სტაჟირება IGAL
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი

IGAL აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსური აუდიტის მიმართულებით.

 

სამუშაო საათები

  • სრული სამუშაო გრაფიკი,
  • ორშაბათი - პარასკევი 10 დან 6 საათამდე
     

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
  • აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
  • უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
  • პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
     

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი, ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
     

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • ტესტირება  
  • გასაუბრებები

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@igal.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 988 377.