საგადასახადო აუდიტორი

თბილისი სრული განაკვეთი ენთები
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: აუდიტი
"ენთები" წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 600 -ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ants.ge/

ენთები აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • საგადასახადო აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება შემოსავლების სამსახურის სისტემაში მუშაობის გამოცდილებას)
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია პროგრამა "ბალანსი"-ს ცოდნა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საგადასახადო კონსულტაციების გაწევა შიდა და გარე პროექტებზე
  • საგადასახადო აუდიტის ჩატარება
  • პროექტებთან დაკავშირებით სხვადასხვა დავალებების შესრულება

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (კომპანია ამჟამად სარგებლობს TBC დაზღვევის მომსახურებით)
  • სწავლის თანადაფინანსება
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • Day off (წელიწადში - 4 დღე)
  • კვირაში 1 სამუშაო დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს)

გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00 და 19:00 საათამდე.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე: https://hel-ai.com/apply/HGYCOsl 

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის (12 თვის მანძილზე) და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე