Cafe Gabriadze აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: საწყისი 6 ლარი საათში, 7 ლარი 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
- მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
- მაგიდების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
- კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური, რუსული, თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა მისასალმებელია,
- შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
აუცილებელია კანდიდატი იყოს:
- თავაზიანი;
- ორგანიზებული;
- სხარტი;
- ახალ გარემოში მარტივად ორიენტირების უნარით;
- ყურადღებიანი;
- პასუხისმგებლიანი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ ცნობილ „კაფე გაბრიაძის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე zaza.kuratashvili@gt.life, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება