ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ. სასტუმრო გუდაური ინნ ამჟამად ეძებს მიმტანს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მისალმება/მიღება და კერძებისა & სასმელების მენიუს შეთავაზება მათთვის;
- სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და მათი მომსახურება დადგენილი სტანდარტების დაცვით;
- სტუმრების მაგიდების სერვირება დადგენილი სტანდარტების დაცვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- საცხოვრებელს
- კვებას
- მეგობრულ გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-ფოსტაზე kiziriasofia@gmail.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელ. ნომერზე:+995 571224242 გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "გუდაური ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " გუდაური ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " გუდაური ინნ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს გუდაური ინნ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს გუდაური ინნ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.