საქართველოში წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით, MzeraMed-ში გეპატიჟებით ჩვენს მშვენიერ გუნდში საკვანძო კლიენტებთან მუშაობის მენეჯერის/სამედიცინო სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.
თქვენი მოვალეობები მოიცავს:
- გრძელვადიანი და ნდობით აღჭურვილი ურთიერთობების ჩამოყალიბება კლიენტებთან;
- მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, პროდუქციის შესახებ კონსულტირება და პრეზენტაციების ჩატარება;
- კომერციული წინადადებების მომზადება;
- კონფერენციებსა და სემინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
- კვარტალური აქტივობების დაგეგმვა;
- დადგენილი ანგარიშგების წარმოება;
- კონტრაქტების მიხედვით გადახდების კონტროლი.
ჩვენი იდეალური კოლეგა ფლობს:
- უმაღლესი სამედიცინო, ფარმაცევტული ან ბიოლოგიური განათლება;
- განვითარებული კომუნიკაციის უნარები, ორგანიზებულობა, უნარი იმუშაოს დამოუკიდებლად და გუნდში, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა;
- თავისუფლად ფლობს რუსულ და ქართულ ენებს;
- კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet, Outlook Express, PowerPoint) თავდაჯერებული მომხმარებელი;
- ჰყავს პირადი ავტომობილი (სამუშაოს მობილური ხასიათი);
- შეუძლია მივლინებებში წასვლა თვეში 2-3-ჯერ.
ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ:
- საწყისი ტრენინგი, ადაპტაცია და მხარდაჭერა;
- გამჭვირვალე მოტივაციის სისტემა: ფიქსირებული ხელფასი, კვარტალური და წლიური ბონუსები;
- "ძლიერი პროდუქტები", რომელიც ცნობილია ყველა კლიენტისთვის;
- ლოიალური კლიენტების ბაზა;
- საწვავისა და ამორტიზაციის კომპენსაცია;
- საქართველოს სოციალური გარანტიების სრული დაცვა;
- პროფესიული მხარდაჭერა მუშაობის ყველა ეტაპზე;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.