კლივენტური კლიენტების მენეჯერი/მედიცინის სავაჭრო წარმომადგენელი
2xP PRIORITY MzeraMed
თარიღები: 19 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი
ენები: ქართული რუსული
სამედიცინო:  სამედიცინო წარმომადგენელი სხვა (სამედიცინო)
საქართველოში წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით, MzeraMed-ში გეპატიჟებით ჩვენს მშვენიერ გუნდში საკვანძო კლიენტებთან მუშაობის მენეჯერის/სამედიცინო სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

თქვენი მოვალეობები მოიცავს:
  • გრძელვადიანი და ნდობით აღჭურვილი ურთიერთობების ჩამოყალიბება კლიენტებთან;
  • მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, პროდუქციის შესახებ კონსულტირება და პრეზენტაციების ჩატარება;
  • კომერციული წინადადებების მომზადება;
  • კონფერენციებსა და სემინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • კვარტალური აქტივობების დაგეგმვა;
  • დადგენილი ანგარიშგების წარმოება;
  • კონტრაქტების მიხედვით გადახდების კონტროლი.

ჩვენი იდეალური კოლეგა ფლობს:
  • უმაღლესი სამედიცინო, ფარმაცევტული ან ბიოლოგიური განათლება;
  • განვითარებული კომუნიკაციის უნარები, ორგანიზებულობა, უნარი იმუშაოს დამოუკიდებლად და გუნდში, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა;
  • თავისუფლად ფლობს რუსულ და ქართულ ენებს;
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet, Outlook Express, PowerPoint) თავდაჯერებული მომხმარებელი;
  • ჰყავს პირადი ავტომობილი (სამუშაოს მობილური ხასიათი);
  • შეუძლია მივლინებებში წასვლა თვეში 2-3-ჯერ.

ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ:
  • საწყისი ტრენინგი, ადაპტაცია და მხარდაჭერა;
  • გამჭვირვალე მოტივაციის სისტემა: ფიქსირებული ხელფასი, კვარტალური და წლიური ბონუსები;
  • "ძლიერი პროდუქტები", რომელიც ცნობილია ყველა კლიენტისთვის;
  • ლოიალური კლიენტების ბაზა;
  • საწვავისა და ამორტიზაციის კომპენსაცია;
  • საქართველოს სოციალური გარანტიების სრული დაცვა;
  • პროფესიული მხარდაჭერა მუშაობის ყველა ეტაპზე;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.