შპს „მეტრო სერვის +“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოთხოვნები და მოვალეობები:
- აღრიცხოს კომპანიის საკუთრებაში არსებული და სხვადასხვა საწყობში მყოფი ინვენტარი ტიპების მიხედვით (ახალი, მუშა, დაზიანებული და ჩამოსაწერი)
- დაასტიკეროს კომპანიის საკუთრებაში არსებული და სხვადასხვა საწყობში მყოფი ინვენტარი ტიპების მიხედვით (ახალი, მუშა, დაზიანებული და ჩამოსაწერი)
- ორგანიზება გაუწიოს საწყობში მოტანილი ტვირთის ჩამოცლას და დატვირთვას
- საწყობში მიღებულ ახალ დეტალებს დააკრას ინვენტარიზაციის (საჭიროების შემთხვევაში დეტალების დაშლა/აწყობ) სტიკერი და შეიყვანოს სასაწყობე პროგრამაში
- გაწეროს საწყობიდან შემოსული/გასული ინვენტარი სასაწყობე პროგრამაში და ატვირთოს სასაქონლო ზედნადები
- აწარმოოს ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან, კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით
- ჩაატაროს ინვენტარიზაცია ყოველთვიურად
- სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
ანაზღაურება -დარიცხული 1500 ლარი , გადასახადების ჩათვლით.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე შესვენება 1 საათი. დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და უქმე, სადღესასწაულო დღეები.
კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@msplus.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.
გისურვებთ წარმატებას!