საწყობის აღრიცხვის სპეციალისტი
თარიღები: 22 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
ბუღალტერია/ფინანსები:  მენეჯერული აღრიცხვა ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@msplus.ge
შპს „მეტრო სერვის +“  აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის  სპეციალისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები და მოვალეობები:
  • აღრიცხოს კომპანიის საკუთრებაში არსებული და სხვადასხვა საწყობში მყოფი ინვენტარი ტიპების მიხედვით (ახალი, მუშა, დაზიანებული და ჩამოსაწერი)
  • დაასტიკეროს კომპანიის საკუთრებაში არსებული და სხვადასხვა საწყობში მყოფი ინვენტარი ტიპების მიხედვით (ახალი, მუშა, დაზიანებული და ჩამოსაწერი)
  • ორგანიზება გაუწიოს საწყობში მოტანილი ტვირთის ჩამოცლას და დატვირთვას
  • საწყობში მიღებულ ახალ დეტალებს დააკრას ინვენტარიზაციის (საჭიროების შემთხვევაში დეტალების დაშლა/აწყობ) სტიკერი და შეიყვანოს სასაწყობე პროგრამაში
  • გაწეროს საწყობიდან შემოსული/გასული ინვენტარი სასაწყობე პროგრამაში და ატვირთოს სასაქონლო ზედნადები
  • აწარმოოს ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან, კომპანიის შესაბამისი სტანდარტების და პროცედურების მიხედვით
  • ჩაატაროს ინვენტარიზაცია ყოველთვიურად
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

ანაზღაურება -დარიცხული 1500 ლარი , გადასახადების ჩათვლით.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე  შესვენება 1 საათი.  დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და უქმე, სადღესასწაულო დღეები.

კვალიფიციურმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV  2024 წლის  30 ნოემბრის  ჩათვლით  შემდეგ მისამართზე: hr@msplus.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!