eMoney აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი
კომპანიის შესახებ:
ფინანსური კომპანია, რომელიც ოპერირებს უკვე 15 წელია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. კომპანია სთავაზობს დასაქმებულს ჯანსაღ სამუშაო გარემოს და სხვადასხვა ბენეფიტებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ელექტრონული საფულის მართვა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისების მომხმარებლისთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- გადარიცხვების განხორციელება;
- ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;
- ბუღალტრული გატარებების გაკეთება საოპერაციო პროგრამაში;
- დებიტორ/კრედიტორებთან და მერჩანტებთან ყოველთვიური შედარებების გაკეთება;
- ბუღალტრის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება მთავარი ბუღალტრის დავალებით.
ძირითადიმოთხოვნები:
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
- უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.
- პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო გრაფიკი:
სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00
ანაზღაურება:ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.
აპლიკაციის მიღება:
ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე accounting@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ
პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს ,,იმანი-ჯორჯია’’ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.