საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ქ.თბილისში ვაკანსიას მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანაშემწეს თანამდებობაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
- ფიქსირებული ანაზღაურება
- საბონუსე სისტემა
- ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass
მოთხოვნები:
- სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- თბილისის უბნების კარგად ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- შრომისმოყვარეობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- გუნდურობა
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მერჩენდაიზერის მოვალეობები:
- გააკონტროლოს მერჩენდაიზერების შესრულებული სამუშაო;
- მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების, თუ კომპანიების პრომო აქტივობების მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა;
- გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტების თაროზე პროდუქციის განთავსება, კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
- შეარჩიოს სავაჭრო ობიექტებზე სწორი თარო პროდუქციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შემდგომ ზრდას;
- გააკონტროლოს სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლები.
- გააკონტროლოს და უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტები სარეკლამო მასალებით;
- ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან;
- გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
- შეასრულოს სხვადასხვა მითითებები და დავალებები, ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია ( მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანაშემწეს )და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. / 555 14 14 34
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."