მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანაშემწე
თარიღები: 13 ნოე - 12 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mziuri.com.ge
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს  ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა ) დისტრიბიუტორს საქართველოში  აცხადებს ქ.თბილისში  ვაკანსიას მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანაშემწეს  თანამდებობაზე:

კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
  • ფიქსირებული ანაზღაურება
  • საბონუსე სისტემა
  • ტრანსპორტის თანხით უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass

მოთხოვნები:
  • სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 
  • თბილისის უბნების კარგად ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 

მერჩენდაიზერის მოვალეობები:
  • გააკონტროლოს მერჩენდაიზერების შესრულებული სამუშაო;
  • მოახდინოს კონკურენტი პროდუქტების, თუ კომპანიების პრომო აქტივობების მონიტორინგი და მისი სამუშაო ტაბელში ასახვა;
  • გააკონტროლოს  სავაჭრო ობიექტების თაროზე პროდუქციის განთავსება, კომპანიის და სავაჭრო ობიექტის სტრატეგიიდან გამომდინარე;
  • შეარჩიოს სავაჭრო ობიექტებზე სწორი თარო პროდუქციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების შემდგომ ზრდას;
  • გააკონტროლოს  სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლები.
  • გააკონტროლოს და უზრუნველყოს  სავაჭრო ობიექტები სარეკლამო მასალებით;
  • ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან;
  • გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
  • შეასრულოს სხვადასხვა მითითებები და დავალებები, ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@mziuri.com.ge 
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია  ( მერჩენდაიზინგის მენეჯერის თანაშემწეს  )და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. / 555 14 14 34
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."