ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
„2 ნაბიჯი“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.  

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის  პოზიციაზე ქ.თბილისში
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, ნახევარი განაკვეთი

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;

ძირითადი ფუნქციები:
  • ელექტრონული კორესპონდენციის წარმოება საქმისწარმოების პროცედურის შესაბამისად;
  • ოფისში შემოსული სტუმრების და კანდიდატების მიღება და გადამისამართება;
  • შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების მიღება და გამასპინძლება;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • თანამშრომელთა დაშვების პროგრამისთვის ელექტრონული ბარათების აქტივაცია და დეაქტივაცია;
  • ოფისის საოფისე და სამეურნეო საქონლით უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
  • დირექტორის მიერ სხვადასხვა დოკუმენტებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა და ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისი პირისთვის გადაცემის კონტროლი დადგენილი პროცესის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სახელით სხვადასხვა ორგანიზაციასთან/დაწესებულებასთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • MS Office სამომხმარებლო დონეზე

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  27 ნოემბერი. 2024 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. 
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი”  მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!