საინჟინრო სისტემების ტექნიკური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი თბილი სახლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 10 წელზე მეტი ენები: ინგლისური, რუსული
ინჟინერია: მექანიკოს-ინჟინერი
"თბილი სახლი" არის საქართველოში წამყვანი საინჟინრო კომპანია, რომელიც 23 წელია წარმატებით ანხორციელებს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის.
კომპანია დაკომპლექტებულია  მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ერთგული თანამშრომლებით, რაც ჩვენი წარმატებული საქმიანობისა და პროფესიონალიზმის უტყუარი დადასტურებაა, ამასთან, ჩვენი გუნდის წევრები სისტემატიურად გადიან სტაჟირებას პარტნიორ სხვდასხვა ქვეყნის წამყვან კომპანიებში და გააჩნიათ სათანადო ლიცენზია/ნებართვა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ინსტალაციაზე და მომსახურებაზე.
კომპანია "თბილი სახლი" აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო სისტემების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საინჟინრო სფეროში მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
  • ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, საინჟინრო სამუშაოების ტექნიკური პირობების ცოდნა.
  • VRV; VRF; AHU; Chiller და Inverter - სისტემების დანადაგარებთან მუშაობის გამოცდილება.
  • CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა ( პროექტის წაკითხვის დონეზე );
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საინჟინრო სისტემების ტექნიკური მენეჯერის სამუშაოს აღწერა:
  • კომპანიის მიმდინარე და დასრულებულ ობიექტებზე პერიოდული ტექნიკური ზედამხედველობა.
  • საგარანტიო ობიექტებზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების დაორგანიზება
  • საინჟინრო დანადგარების (VRF; AHU; Chiller; inverter)  გაშვება-გამართვის სამუშაოების ჩატარება.
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • საინჟინრო სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიის და კანონმდებლობის შესაბამისად
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების  შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.

კომპანია კანდიდატს სთავაზობს:
  • პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • კარიერულ წინსვლას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge  გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “საინჟინრო სისტემების ტექნიკური მენეჯერი”