ელსაიდის გუნდი ეძებს ინჟინერ პროექტანტს ვენტილაციისა და სახანძრო ვენტილაციის მიმართულებით. კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს, სადაც მათ ექნებათ მუდმივი განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: საინჟინრო ან რელევანტური მიმართულებით;
- CAD პროგრამების (AutoCad, ArchiCad, Revit) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება : 1 წელი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ სასტუმროს ტიპის ან/და სავაჭრო ობიექტების პროექტირების მიმართულებით.
შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:
- დასაქმებული შეასრულებს კომპანიის მიმდინარე პროექტებში გათბობისა და გაგრილების სისტემების პროექტირებას, შესაბამის გამოთვლებს, ანგარიშებსა და მასალათა სპეციფიკაციებს;
- პროექტირების პროცესში გამოიყენება საქართველოში მოქმედი ნორმები და სტანდარტები, ასევე კონკრეტული საპროექტო ობიექტისათვის განკუთვნილი შესაბამისი ნორმები და რეგულაციები.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- როგორც გუნდური ისე დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მუდმივი განვითარების სურვილი;
- სიახლეებისადმი მიმღებლობა;
კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს დასაქმებულთა უფლებები, შესაბამისად კომპანია ელსაიდი ღიად და დეკლარირებულად ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, რაც გათვალისწინებულია კომპანიის შინაგანაწესითა და შესაბამისი პოლიტიკებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: hr@elside.ge გთხოვთ დასახელების ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატბას!